შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელებმა იმერეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს. ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში აიყვანეს.
მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედება. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
მოქალაქეს, რომელიც ქუთაისში, ერთ-ერთ სავარჯიშო ცენტრში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.განცხადებას სავარჯიშო დარბაზი ,,გალილეო ფიტნესი,, ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. მოქალაქემ, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, ფიტნეს ცენტრში ბოლოს სამშაბათს, 15 სექტემბერს ივარჯიშა. დარბაზი დახურულია და სტუმრები და მომსახურე პერსონალი თვითიზოლაციაში იმყოფებიან .
,,მეგობრებო, ჩვენს მოვარჯიშეს, რომელიც ჩვენთან სამშაბათს 7 სთ-იდან იმყოფებოდა, დაუფიქსირდა Covid -19. ჩვენ დღეს გავიგეთ ამის შესახებ და მომენტალურად დავუკავშირდით ეპიდემიოლოგიურ სამსახურს.
რეკომენდაციების თანახმად, დარბაზი დროებით დაიხურა და ყველა ვინც იმ დროს დარბაზში იმყოფებოდა, გადავიდა თვითიზოლაციაში.
თუ თქვენ იმ დროისათვის იმყოფებოდით ჩვენთან, გთხოვთ, დაიცვათ წესები, გადახვიდეთ თვითიზოლაციაში და დარეკოთ ცხელ ხაზზე,,-წერია განცხადებაში