ქუთაისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მხარდასაჭერი მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.მოქალაქეებმა რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.
ამ წუთებში აქცია ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ მიმდინარეობს. მონაწილეები გუმათჰესთან შეკრებილებს სოლიდარობას უცხადებენ და იმ ადგილას მისვლას გეგმავენ, სადაც პოლიციას რკინის ჯებირები აქვს აღმართული.