გუმათჰესიდან ,,რიონის ხეობის მცველები ,, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მათი განცხადებით, დღეს ქუთაისში დარჩენას გეგმავენ. აქციის მონაწილეებს მოედანი პიკეტირებული აქვთ
,,ჩვენი გეგმა უკავშირდება მოედნის პიკეტირებას, დავრჩებით აქ და თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, მოვახდენთ მთელი საქართველოს პიკეტირებას. ხოლო თუ საბოლოო ჯამში არ გაითვალისწინებს ხელისუფლება ჩვენს აზრს, დავგეგმავთ მასშტაბურ აქციას თბილისში ,სადაც ვიქნებით უწყვეტ რეჟიმში.მანამდე ვიქნებით იქ, სანამ არ გადავტეხავთ ამ ხელისუფლებას წელში .დღეს კი ვრჩებით ქუთაისში,, -ვარლამ გოლეთიანი