რიონის ხეობის შესასვლელთან ,იმ ადგილას, სადაც პოლიციამ წუხელ გვიან ღამით რკინის ბარიკადებით ჩაკეტა გზა, ახლა მოსახლეობა და აქტივისტები იკრიბებიან. ისინი რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.
,, ბრძოლის ხაზი ახლა აქ გადის და მოვუწოდებთ ყველას ,რომ აქ მოვიდნენ და დადგნენ აქ, ამ ადგილას.გვექნება აქციები , მათ შორის თბილისშიც.რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, გვაჩვენებს მოვლენები, არ ვჩერდებით, ვიზრდებით რაოდენობრივად და ჩვენმა სიმრავლემ და მშვიდობიანმა სულისკვეთებამ უნდა მიგვიყვანოს ბოლომდე ამ ბრძოლაში.გვითხრა, რომ როგორც ჩანს პოლიციელები ხმაურით წუხდებიან, და რაკი ჩვენი თანამებრძოლები ამ ჯებირზე ურტყამენ ხელებს და პოლიციის უფროსმა გვითხრა რომ თუ არ შევწვეტთ ხელების ბრახუნს, გამოიყენებენ პროპორციულ ძალას. ეს არის კედელი რომელიც დაგვხვდა აქ, აკრძალული გვაქ საკუთარ სახლებში მისვლა. აქ კარგად ჩანს რომ ხეობა არის კერძო საკუთრება და ხელისუფლება ამ კერძო საკუთრებას იცავს რკინის ჯებირებით.,,-ვარლამ გოლეთიანი, ,,რიონის ხეობის მცველი,,
ადგილზე ამ წუთში ხმაურია. აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მიმდინარეობს.
,,ეს არის აგრესიის გამოხატვა,,-მამართა სამართალდამცველმა შეკრებილებს.