საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2020 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.
პროკურატურის სახელზე წარდგენილ განცხადებში, საია გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ითხოვს. საუბარია სსკ-ის 2592 მუხლსა (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და ამავე კოდექსის 342-ე მუხლზე (სამსახურებრივი გულგრილობა).
გელათის სამონასტრო კომპლექსში სახურავის რეაბილიტაციის დროს დაშვებული ხარვეზების გამო წყალი ჩადის და ფრესკები ზიანდება. მონასტრის ნაწილი ჯერ ტენტით გადახურეს,ახლა კი თუნუქის დროებითი გადახურვით ხურავენ.
️სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დღევანდელ შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების თანმიმდევრობით და სწორად შესრულებაზე, ხარვეზების აღმოფხვრაზე, კოვიდინფიცირებულების მკურნალობასა და მართვაზე იმსჯელა. მხარის რწმუნებული 12-ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა.
"იმისათვის, რომ რეგიონში ინფიცირებულებს პირველადი დიაგნოსტიკიდან გამოჯანმრთელებამდე შესაბამისი დახმარება გავუწიოთ, მნიშვნელოვანია კოორდინაცია და ყველა რგოლის მაქსიმალური ჩართულობა. კორონავირუსის ბრძოლაში ჩართული თითოეული თქვენგანი არ იშურებთ ძალისხმევას და 24-საათიან რეჟიმში გვერდით უდგახართ ყველა ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება. თქვენ იცით, რომ რეგიონში ყოველდღიურად იზრდება კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რიცხვი, რადგან შევძლოთ თითოეული პაციენტის სრულფასოვანი მკურნალობა. გარდა ამისა, ექიმთა ყველა რგოლი არის ჩართული კოვიდ-19-თან ბრძოლაში და მე მჯერა, ეფექტურად მუშაობის შემთხვევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ვირუსის დამარცხებაში“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
️სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა .
ძეიმერეთში გასული 24 საათის განმავლობაში 372 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.