წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.
საკონკურსო კონცეფციები საზოგადოებას წყალტუბოს განვითარებისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა გააცნეს.პრეზენტაციას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში,ზვიად შალამბერიძე ესწრებოდა.
,, ვიხილეთ პირველ კონტურები იმ კონცეფციის ,როგორიც უნდა იყოს წყალტუბო.ახლა იქნება შერჩევა იმ კომპანიის,რომელიც ამას გააკეთებს.უკვე შემდგომი ეტაპი იქნება გენერალური გეგმა,რის შემდგომაც მოექცევა წყალტუბო ხარაჩოებში.წყალტუბო იქნება ტურისტული ცენტრი,რომელიც იქნება ღირსშესანიშნავი კურორტი არა მარტო ევროპაში,არამედ მსოფლიოში.მშენებლობის ეტაპი დაიწყება მომავალი წლიდან და 3-4 წელი დასჭირდება.,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სექტემბერში გამოცხადებულ კონკურსში წინადადებები სამმა კომპანიამ - შპს „ბაუ დიზაინმა“, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეორგაფიკმა“ და შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ წარადგინა.
წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კონკურსში გამარჯვებული კომპანია წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში შეიმუშავებს.
წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს.
გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული გენგეგმა დაადგენს, თუ რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში.
წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი შეწყდა, ვინაიდან მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა კურორტის უნიკალური პოტენციალის შესაფერისი ხედვა ვერ წარმოაჩინა.
ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანება 29-ე საბავშვო ბაღთან დაკავშირებით ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
,,ჩეჩელაშვილის ქუჩის #22-ში მდებარე საბავშვო ბაღის შენობა 2015 წელს ჩაითვალა ავარიულად. შენობასთან დაკავშირებით არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკური დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.
აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებითა და ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, ქუთაისის მერიამ N29 ბაგა-ბაღის შენობაში სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოძიებული იქნა ალტერნატიული ფართი, რათა ამ უბანში მცხოვრებ ბავშვებს ჰქონოდათ შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და პროცესი.
შენობა, სადაც ახლაა განთავსებული საბავშვო ბაღი, მერიას იჯარით აქვს აღებული (საიჯარო თანხა 2500 ლარი).
რაც შეეხება ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობას, მისი განკარგვა მოხდება კანონის შესაბამისად, ამასთანავე, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.,, წერია ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს სტრატეგია ,,აღმაშენებლის,, ქუთაისის მერობის კანდიდატმა 29-ე ბაგა ბაღთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ხელისუფლება დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.