,,რიონის ხეობის მცველები" ისევ საკუთარი უფლებების აღდგენას ითხოვენ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათის შესასვლელთან ამ წუთებში მორიგ აქციას მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ გაუგებარია რატომ არ სრულდება მთავრობის მიცემული პირობა, რომელიც ადგილზე საპოლიციო ძალების შემცირებასა და ჯებირების მოხსნას გულისხმობს. აქციის მონაწილეები პასუხის გაცემას ადგილზე მყოფი სამართალდამცველებისგან მოითხოვენ
