ჩერნობილის ტრაგედიიდან დღეს 35 წელი გავიდა. მემორიალთან ჩერნობილელ ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები, მხარისა და ქალაქის პირველი პირები შეიკრიბნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დღეს ქუთაისში მემორიალთან საქართველოში უკრანიის ელჩი იგორ დოლგოვი იმყოფებოდა.პარაკლისი გადაიხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ.
ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.