კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით,გელათში არსებული პრობლემის შესწავლის მიზნით საქართველოში ადრე გაზაფხულზე უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა.განცხადება ნიკოლოზ ანთიძემ მედიასთან გელათის მონასტრის ეზოში გააკეთა.ანთიძის თქმით,მათ ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ იუნესკოსთან.
,,შევცვალეთ კომპანია, რომელიც ვეღარ ართმევდა თავს მოვალეობებს. სამართლებრივ ჭრილშია პროცესები გადასული. აღმოფხვრილია ყველა პრობლემა, რაც დროებით სახურავს ქონდა, მაგრამ ჩვენი ფოკუსი არის იმ ხარვეზების ,იმ ადგილების გამოკვლევა,რა ადგილების გულისთვისაც მოხდა გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება-როგორიც არის დროებითი სახურავი.ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.ველოდებით მათგან კონკრეტულ პირთა ჯგუფს.ისინი კონკრეტულ მიმართულებას მოგვცემენ,რა კვლევები უნდა ჩატარდეს, როგორი უნდა იყოს გამოსასწორებელი ღონისძიება და რა ვადებში,, განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.
მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
,, 8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა, დღე რომელიც განსაკუთრებით უნდა გვახსენებდეს თუ რა იყო საქართველო და როგორი უნდა იყოს ის. როგორი უნდა იყოს ის სულისკვეთება, რომელიც ქართველს აძლევს ბოლომდე ბრძოლის ძალას საქართველოსთვის. ამ პათოსით იზრდებოდნენ თაობები და კიდევ ბევრი გაიზრდება. ვულოცავ დავითობას სრულიად საქართველოს“ - ზვიად შალამბერიძე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა - ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის - დიდგორი უკავშირდება.
მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.
ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.