დღეს დილით გუმათჰესთან მოწყობილი რკინის კედელი სამართალდამცავებმა დაშალეს. ჯებირი გამთენიას აიღეს. ჯერჯერობისთ ადგილზე მხოლოდ რკინის მცირე ჯებირები რჩება. რკინის კედელი გუმათში რამდენიმე დღის წინ, აქციების პარალელურად მოეწყო,რასაც საპროტესტო ტალღის გაძლიერება მოყვა.
აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე 173 დღეა ღამეს კარვებში ათენებენ და „ნამოხვანჰესის“ კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი - ,რომელიც რიონის ხეობისკენ მიმავალ გზაზე რკინის კედლის აღებას გულისხმობდა, უკვე შესრულდა.
პროტესტის მონაწილეები კიდევ ორ პირობს აყენებენ- ხეობიდან პოლიციის გაყვანას და სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც ჰესის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თავისუფლად გადააადგილებას მოითხოვენ.უცვლელი რჩება ძირითადი მოთხოვნები-არ აშენდეს ჰესი,ხეობა დატოვოს "ენკამ" და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.
პ.ს ფოტო არქივიდან.