რიონის ხეობის მცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის მიუხედავად გუმათჰესთან საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება.
აქციის მონაწილეები ითხოვენ შეწყდეს ჰესის მშენებლობა, კომპანია ,,ენკამ,, დატოვოს ხეობა, გაიხსნას გზა და სოფელ ნამოხვანში კარვებით პროტესტის საშუალება კვლავ მიეცეთ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ მოთხოვნებზე გადაწყვეტილების მიღებას პრემიერ მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალსიწინებით რამდენიმე დღე დასჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ხნის მანძილზე პროტესტი შეწყდება.
რიონის ხეობისკენ მიმავალ ტერიტორიას ისევ სამართალდამცველები იცავენ. ადგილზე რჩება რკინის კონსტრუქცია.