ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იმერეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იმერეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. გოგი წულაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
წულაიას ბრალდება გუშინ დაუმძიმდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მხულით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. სამართალდამცავებმა გოგი წულაია ორი დღის წინ დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.
პოლიტიკოს გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა.ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული ,ბრალს არ აღიარებს,დუმილის უფლებას იყენებს და დღეს შიმშილობა დაიწყო.138-ე მუხლი სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიტიკოსს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გოგი წულაია გუშინ თბილისში დააკავეს.
მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს - ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
განცხადება ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა,როცა მას კითხვა ნამახვანჰესტან დაკავშირებით დაუსვეს.
„თითოეულ შემთხვევაში ჩვენ გვხვდება გარკვეული პრობლემები გარემოს დაცვითი კუთხით, მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით, რომელიც სისტემურად უნდა გადაიჭრას. მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ჩვენი ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარებას. ეს არის დიდი პრობლემა და მათ შორის, სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. ერთ-ერთი მიმართულება ამისთვის არის მსხვილი ჰესების განვითარება. მათ შორის, „ნამახვანჰესის“ პროექტი არის სტრატეგიული პროექტი ამ თვალსაზრისით. ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე ძალიან დიდი მსჯელობა დაეთმო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდექით ქუთაისში, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებთან გვქონდა შეხვედრა მე და ლევან დავითაშვილს. ეს გეგმა მოიცავს ეკოლოგიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის, წუხილის აღმოფხვრას და ამ თვალსაზრისით, პროექტის სრულყოფას და ნდობის გაჩენას. ამისთვის ჩვენ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება. ყველა დაინტერესებული ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას ძირითადი კვლევების გადამოწმებაში, ვალიდაციაში. თუ რაიმე არის დასამატებელი, ამისთვის დრო გვაქვს. ასევე ვთქვით, რომ მშენებლობის ზედამხედველობის საბჭო უნდა შეიქმნას, სადაც ასევე შეგვიძლია ქართველი ექსპერტები ჩავრთოთ და მშენებლობის პროცესს ადევნებენ ისინი თვალ-ყურს. ასევე, ამ პროექტმა რომ ხეობას უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს, შევქმნათ 5-მილიონიანი ფონდი რიონის ხეობის განვითარებისთვის, რომელიც ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს დააფინანსებს ამ ხეობაში. ამ ფონდის მართვა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უნდა მოხდეს. მზად ვართ და ვაგრძელებთ კომუნიკაციას და დისკუსიას ჩამოყალიბებული გეგმის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს - ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით. ამ ოთხი პუნქტის შიგნით ვმუშაობთ და დავიწყებთ კვლევების გადამოწმებას“, - განაცხადა თურნავამ.
ასმათ დვალიშვილი ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია,,პროგრესული თაობის,, პრეზიდენტი იყო. როგორც მან,,რუსთავი2-თან,, სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, პოლიტიკოსი ნასვამი იყო და მასზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობას შეეცადა.
გოგი წულაია წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
პარასკევი აგვისტო 28
In საზოგადოება28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.…
პარასკევი აგვისტო 28
In რელიგიაუხვი ნალექის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლები ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. საგანგებო რეჟიმში მუშაობს…
ხუთშაბათი აგვისტო 27
In საზოგადოებაბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია . დატბორილია გზები, სახნავ-სათესი მიწები,წყალი შევიდა საცხოვრებელი…
ხუთშაბათი აგვისტო 27
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი…
ხუთშაბათი აგვისტო 27
In საზოგადოება