ვითარება გუმათჰესთან უცვლელია- გზა ნამოხვანის მიმართულებით გადაკეტილია საპოლიციო ძალების მიერრამდენიმე დღეა გადაკეტილია და პროტესტის მონაწილეებს გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.თავის მხრივ მოძრაობა გადაკეტეს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა. ისინი პროტესტის გაგრძელების უფლებას ითხოვენ.
,,ამათთვის პრობლემა არის ჰესის მშენებლობის არეალში პროტესტის აკრძალვა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას.გამოდის , რომ საქართველოს ტერიტორიაზე არის რაღაც ბუფერული ზონა, სადაც არ შეიძლება პროტესტის გამოხატვა.იქ გეტოსავით ცხოვრობს ახლა მოსახლეობა და ძალიან უსიამოვნოა ეს იმ ადამიანებისთვისაც, ვინც არ მონაწილეობს პროტესტში.ჩვენ კი ყველაფერი გვეზღუდება, გამოხატვის თავისუფლება ,შეკრების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება. ეს მოყვა იმას, რომ ამდენდღიანი პროტესტი სხვანაირად ვერ მოაგვარა ხელისუფელებამ,,-განაცხადა მარიტა მუსელიანმა, ,,რიონის ხეობის მცველმა,,