ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა, ხოლო ექვსი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით ამ ეტაპზე კლინიკაში 58 კოვიდდადებითი მკურნალობს, მათგან ორი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ჯამში 154-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
დღეს იმერეთში კორონავირუსის 150 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ქუთაისში 101 ფაქტი დაფიქსირდა.
,, მატება გვაქვს რეგიონში, თუმცა სიტუაციას ვაკონტროლებთ,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში.
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით , უმეტესი შემთხვევევები ინფიცირებულთა კონტაქტებს უკავშირდება.
,,სკოლებში მასშტაბური ინფიცირების შემთხვევები ქუთაისში არ გვაქვს და ბოლო 24 საათში არც იმერეთში, თუმცა რიგი ერთეული შემთხვევები ვლინდება სამწუხაროდ,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არანაირი შეზღუდვა არ იგეგმება.
იმერეთში ამ დროისთვის 450 პაციენტი მკურნალობს, 150 ადამიანი კოვიდსასტუმროებში იმყოფება, ქუთაისში კი 1100 ადამიანი თვითიზოლაციაშია.