იმერეთის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ზვიად შალამბერიძის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და სახლის პირობებში მკურნალობს.სახელმწიფო რწმუნებული ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
,, გუშინ დამიდასტურდა კორონავირუსი, მკურნალობას გავდივარ სახლის პირობებში. მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დაიცავით დისტანცია და ატარეთ პირბადე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გთხოვთ დაემორჩილოთ რეკომენდაციებს,, - წერს ზვიად შალამბერიძე.
გუბერნატორთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე.