ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული საკითხები ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და სამსახურების ხელმძღვანელებთან განიხილა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრევენციული ღონისძიებების დროულად განხორციელებას, რათა ზამთრის პერიოდში მოსახლეობას ელექტროენერგიის, გაზმომარაგების, წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით შეფერხებები არ შეექმნას.
შეხვედრაზე ენერგომომარაგების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრეს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჭიათურის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის,რატი ჩაგელიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი უკვე განხორციელდა, ამჟამად კი დაბალი ძაბვის ქსელის რეაბილიტაციისა და განახლების სამუშაოები მიმდინარეობს.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ჭიათურის სერვისცენტრის მენეჯერის, გაიოზ ერაძის ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება.
ამ დროისთვის 26 სოფელში გამრიცხველიანობა დასრულებულია,10 სოფელი გაზიფიცირებულია და გამრიცხველიანობის დაწყებას ელოდება.გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ხრეითსა და მანდაეთში, ხოლო დარჩენილ 14 სოფელში ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობა ეტაპობრივად განხორციელდება.
" გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და ზამთრის სეზონისთვის მზადყოფნაზე ისაუბრა.
ზამთრის სეზონისთვის მზადყოფნა დაადასტურეს კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურების ხელმძღვანელებმაც. მათი ინფორმაციით, შექმნილია ტექნიკური მარილის საჭირო მარაგი, გამართულია სპეციალური ტექნიკა და შეძენილია ახალი ტექნიკაც, რაც თოვლისა და ყინვის პირობებში გზებზე გადაადგილების შეუფერხებლად უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
ფოტო არქივიდან.
