8-12 მაისს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 5 დღე გაგრძელდება, ფართო აუდიტორიას უმასპინძლებს და მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.
8-12 მაისს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 5 დღე გაგრძელდება, ფართო აუდიტორიას უმასპინძლებს და მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ,დღეიდან მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა .თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაწესებულებები ვიზიტორების მიღებას მთელი რიგი რეგულაციების გათვალისწინებით შეძლებენ.
ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური გარდაიცვალა.
თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.
ის იყო საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ ,,ივერიას,, წევრი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე .
მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ „ივერია, სიყვარული და..., „უმცროსი და“ , „არგონავტები“
2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან თემურ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა
უკვე 171 წელია 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული თეატრს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლ- გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. წარმოდგენა თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა, თავად გიორგი ერისთავის მონაწილეობითა და რეჟისორობით.
რაც შეეხება ქუთაისს, აქ პირველი წარმოდგენა 1861 წლის 3 მარტს გაიმართა-დაიდგა ,,გაყრა,,
1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი.
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა. 1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
1969 წლის 27 დეკემბერს ქუთაისში გაიხსნა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი,რომელიც უკვე 51 წლისაა.
75 წლიანი ისტორია აქვს ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრს,რომელიც 1946 წელს დაარსდა. პირველი სპექტაკლი აკაკი ბელიაშვილის ,, თეთრი ფინია’’ 1946 წლის 31 დეკემბერს გაიმართა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ბაგრატის ტაძარში წვიმის წყლის ჩასვლის შესახებ საუბრობს.დღეს ნიკოლოზ ანთიძე ქუთაისში იმყოფებოდა და ბაგრატის ტაძარი მოინახულა.ინფორმაცია მან სოციალური ქსელით გაავრცელა.
გელათის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით , დღეს გელათში ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართა. საპატრიარქოს საბჭოს წარმომადგენლებმა , ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა , სასულიერო პირებმა,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობისა და წმ. გიორგის სახელობის ტაძრებზე არსებული ვითარებისა და დროებითი ღონისძიებების შესახებ ერთობლივად იმსჯელეს. მიმოიხილეს არსებული ხარვეზები , კედლის მხატვრობის მდგომარეობა და დასახეს მათი გამოსწორების გზები.
,,სამწუხაროდ , ხდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება, რომ მთელ ტაძარში ჩამოვიდა წყალი.ეს ასე არ არის,მაგრამ, რადგან მოხდა გაჟონვა, ვალდებულები ვართ მთელი ტაძარი დავიცვათ.ეს დაცვითი სამუშაოები ჩატარებულია. როგორც ხედავთ, დღეს წყალი არ ჟონავს,, -განაცხადა მეუფე იოანემ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა.
,,გელათი დროებით სახურავშია, წყლის ჩადინება აღარ ფიქსირდება, მხატვრობას გამოშრობა აქვს დაწყებული.მაგრამ ეს არ გავძლევს დამშვიდების საფუძველს. ეს არის დროებითი ღონისძიება და დროებით ღონისძიებას უნდა მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები .მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან, სპეციალისტებთან, რომლებიც სახურავის მოწყობაში დაგვეხმარებიან.,, - განაცხადა ნიკა ანთიძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.
სამწუხაროდ ,მერაბ დვალიშვილმა ტიტულის მორიგი დაცვა ვერ შეძლო . მან ჩხუბი რუს პიორტ ირანთან,მსაჯების გადაწყვეტილებით…
კვირა დეკემბერი 07
In სპორტიტყიბულელმა ილია სულამანიძემ ტოკიოს გრან სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ჯერ…
შაბათი დეკემბერი 06
In სპორტი9 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი…
პარასკევი დეკემბერი 05
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 01 ნოემბრიდან 30…
პარასკევი დეკემბერი 05
In საზოგადოება2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება - სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო…
ხუთშაბათი დეკემბერი 04
In განათლება