ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა.თბილისში გამოვლენილია 1 863 შემთხვევა, აჭარაში-664, იმერეთში-648, ქვემო ქართლში-319, შიდა ქართლში-259, გურიაში-102, სამეგრელო-ზემო სვანეთში-385, კახეთში-280, მცხეთა-მთიანეთში-128, სამცხე-ჯავახეთში-89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 102 270-მდე.
6 251 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში-1 219. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 976 პირი, აქედან იმერეთში-226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმერეთში 45 პირი იმყოფება.
3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 278-იმერეთში.
9 899 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 114 ადამიანი, მათ შორის, იმერეთში-35.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 ადამიანი, აქედან იმერეთში-4 816.