ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა.
არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და რეგულაციების შესაბამისად, საზეიმო საღამო, ღია სივრცეში – „მწვანე თეატრში” გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო
ქეთევან მამუკელაშვილის მონოგრაფიის „ ეფრო კლდიაშვილი“ პრეზენტაცია და
ნაჩვენები იქნა ნაწყვეტი რეჟისორ კოტე აბაშიძის სპექტაკლის პრემიერიდან – „თქვენო უდიდესებულებავ".
დღესვე თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის „ წლის საუკეთესო ნამუშევარი“ , შედეგები გამოცხადდა და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები დაესწრნენ. ასევე მოწვეული იყო დელეგაცია საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტორდან, საქართველოს თეატრალური კავშირიდან,ასევე იმყოფებოდა ევროპული თეატრების კონვენციის ოფიციალური დელეგაცია და შემოქმედებითი ჯგუფები საქართველოს ყველა თეატრიდან .
ზესტაფონის ერთ - ერთ უძველეს დასახლებაში, კირკის უბანში, ძველი ქართული საბრძოლო იარაღებია აღმოჩენილი. საბრძოლო აღჭურვილობა, საკუთარ ეზოში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც კუთვნილ ტერიტორიაზე სახლის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდი ავცელებს.
საბრძოლო იარაღების წარმომავლობას ახლა უკვე არქეოლოგები სწავლობენ. პირველადი ვერსიით, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს შესაძლოა იყოს ერთჯერადად დაფლული იარაღის საცავი, სწრაფად დაგეგმილი შესაძლო ომიანობის სამზადისის გამო.
საქართველოში იარაღის წარმობა ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს. პირველი უძველესი ნიმუში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, ეს არის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პატარა ზომის კოლხური ცული, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში.