“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებით ხანდაზმული ქალბატონი გარდაიცვალა.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებით ხანდაზმული ქალბატონი გარდაიცვალა.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი დაემატაა, ორი კი გამოჯანმრთელდა. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე 69 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
"24 საათის განმავლობაში მივიღეთ ოთხი და გავწერეთ ორი პაციენტი. კლინიკაში მკურნალობას 69 პაციენტი გადის,მათ შორის 13 ბავშვია. მათგან მძიმეა ცხრა, კრიტიკულად მძიმე სამი პაციენტი",-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში 128 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.მხარის რწმუნებულმა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაფასა, მისი განცხადებით, მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების და ადგილობრივი თვითმმართველობების მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობა.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ახალ პაციენტებს ვეღარ იღებს. მიზეზი ადგილების არარსებობაა.
ამ ეტაპზე კლინიკაში 67 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, აქედან 13 ბავშვია.
,,კრიტიკულად მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა, ხოლო მძიმეა 9-ის მდგომარეობა, აქედან 2 მძიმე პაციენტი დღეს დაგვემატა. გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი, ხოლო ერთი უსიმპტომო კარანტინი გადავიდა.ხვალაც ველოდებით რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას,,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა. ფაქტს სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე ადასტურებს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს ვირუსი დაუდასტურდა. ანალიზების პასუხი ცნობილი დღეს დილით გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა
დირექტორი აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში მხოლოდ გუშინ არ იმყოფებოდა. კლასელებსა და მასწავლებლებს კოვიდ 19-ზე ტესტირება უტარდებათ. მათი პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.
სკოლამ სასწავლო პროცესი 12 კალენდარული დღით შეწყვიტა და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10 213 500 ლარით გაიზარდა, შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილება დღეს ქალაქის საკრებულოს…
ოთხშაბათი აგვისტო 26
In პოლიტიკასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმეების, მ. ე.-ს და მ.…
ოთხშაბათი აგვისტო 26
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე პაატა ბუცხრიკიძე და მერის მოადგილე რევაზ კიკნაველიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის…
ოთხშაბათი აგვისტო 26
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო…
ოთხშაბათი აგვისტო 26
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიატ, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას, მგზავრები ისარგებლებენ “საქართველოს…
ორშაბათი აგვისტო 24
In საზოგადოება