შესაძლოა ქუთაისშიკორონავირუსის ახალი წყაროები გაჩნდეს-ინფორმაცია მედიას სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ მიაწოდა. მისი თქმით, სიტუაცია კონტროლირებადია.
,,ბოლო 24 საათში 620 აღებული ნიმუშიდან დაგვიდასტურდა 53 შემთხვევა, რომელთა პირველწყარო ძირითადი ნაწილის არის სავაჭრო ცენტრი, თუმცა გვაქვს ახალი წყაროები, რომლებსაც ვსწავლობთ. ეს ხალხი ნაწილი იზოლაციაშია და ნაწილი გადაგვყავს კარანტინში.სიტუაციას ვაკონტროლებთ. ოქროს ბირჟის კლასტერი მთლიანად მოვიცავით გუშინ. ნაწილი ზოლაციაშია, ნაწილი წყალტუბოს საკარანტინე სივრცეში. წუხანდელი მონაცემებით, იმერეთში ჯამში 258 კოვიდდადებითი მკურნალობს.პაციენტთა ნახევარი არის იმერეთიდან,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ
დღეს იმერეთში კორონავირუსის 53 შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი პაციენტი კი კლინიკა ,,ბომონდში,, გარდაიცვალა.
,,ეს პაციენტი იყო გადმოყვანილი აფხაზეთიდან.გადმოყვანის დროს ეს პაციენტი უკვე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში.საჭიროებდა მართვით სუნთქვას. გაუკეთდა ყველაფერი, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.,,-განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა. გოჩა გიორგიძის შეფასებით, ზოგადი ვითარება მძიმეა, თუმცა სიტუაციის მართვას ახერხებენ.
,,რაც შეეხება ზოგად დინამიკას, გვაქვს მატება შემთხვევების, ისე,როგორც მთელ საქართველოში,სამწუხაროდ. ამ ეტაპისათვის ჯერ კიდევ ვახერხებთ იმას, რომ სიტუაცია მაქსიმალურად ვაკონტროლოთ და ყველა შემთხვევის იდენტიფიკაცია გავაკეთოთ, რაშიც ძალიან გვეხმარება ადგილობრივი თვითმმართველობა.შექმნილია ოპერატიული მოქმედების შტაბი, გუბერნატორისა და ვიცე მერის ხელმძღვანელობით და ხდება პროცესების მართვა.,,- აღნიშნა გიორგიძემ