ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლამდე მამაკაცს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება, გულ-სისხლ ძარღვთა პრობლემა ქონდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის , ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 81  პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან კრიტიკულად მძიმეა 5. 
"24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 1 პაციენტი, 70 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თანმდევი დაავადება ქონდა. ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
 
24 საათის განმავლობაში კლინიკიდან 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა , მიიღეს 9 ინფიცირებული.