საქართველო კვლავ მწვანე ზოლის სიაშია.
საქართველო კვლავ მწვანე ზოლის სიაშია.
BBS ,,სამ მუშკეტერზე’’
კორონავირუსის ახალი შემოტევა მსოფლიოში
კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლეები აქტუალურობას არ კარგავს. უფრო და უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ვაქცინის შექმნას, თუმცა მანამდე პანდემიასთან ბრძოლის ,,დექსამეტაზონისეული’’ მეთოდი გახდა მსჯელობის საგანი.
როგორც ცნობილია, ,,დექსამეტაზონი’’ კოვიდით დაავადებულ მსუბუქ პაციენტებზე გავლენას არ ახდენს, სამაგიეროდ მძიმე ფორმის პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში- ვისაც ჟანგბადის მიწოდება სჭირდება, ან ხელოვნურ ვენტილაციაზეა- კარგი შედეგები აჩვენა. ამ იაფმა პრეპარატმა შეამცირა სიკვდილიანობა 40-დან 28 პროცენტამდე.
პრეპარატით მკურნალობა ათი დღე გრძელდება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ,,დექსამეტაზონის’’ ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში ეს სიახლე სასარგებლო იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.
ავტორი ანი გურამიშვილი
პირველად დასავლეთ საქართველოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკაში "საროველის" პაციენტთა სკოლა დაფუძნდა
ვრცლად იხ. სიუჟეტი.
დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.
დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
დღეს, ‘’ქუთაისქალაქობის’’ დღესასწაულის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობის ჩატარება. ღონისძიებების შეუფერხებლად…
შაბათი მაისი 02
In საზოგადოებაორმაისობა, ანუ ქუთაისქალაქობა ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის,მეუფე იოანეს მიერ ქუთაისის დალოცვით დაიწყება. ტრადიციულად, 2 მაისს,სამი ოთარის…
შაბათი მაისი 02
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20,…
პარასკევი მაისი 01
In სხვა სიახლეებიდღეიდან, საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა. უფრო კონკრეტულად, გაიზარდა სანქციები მათ შორის…
პარასკევი მაისი 01
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით,…
პარასკევი მაისი 01
In საზოგადოება