ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 288 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 719 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 740 პირი, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი.
თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა - 191, იმერეთი - 497, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 244, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 264, კახეთი - 196, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 1 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, აქედან იმერეთში - 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან იმერეთში - 62.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 470 ადამიანი, აქედან იმერეთში - 6.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 006 ადამიანი, მათ შორის იმერეთში - 5 570