ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის განახლებულმა თეატრონმა ხალხური და ლირიული სიმღერების ფესტივალს ,,სულიკო” უმასპინძლა.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განახლებულ სივრცეში მსმენელთა წინაშე, იმერეთის რეგიონის მუსიკალური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ.
,,ევროკავშირის დაფინანსებით ჩვენ შევძელით სრული რეაბილიტაცია ჩაგვეტარებინა ზესტაფონის, სოფელ ცხრაწყაროში ამფითეატრისთვის, რომელიც დღეს მასპინძლობს ფესტივალს. აღნიშნული მუსიკალური ფესტივალი ოთხი ათეული წლის განმავლობაში იმართება ზესტაფონში. წელს მოგვეცა საშუალება და ფესტივალი საზოგადოებას ახალი ფორმატით წარვუდგინეთ, რაც აუცილებლად ხელს შეუწყობს გავიხსენოთ ძველი მივიწყებული სიმღერები და აღმოვაჩინოთ ახალი ტალანტები იმერეთში“- ზვიად შალამბერიძე.
ფესტივალი "სულიკო 2022" გრანპრის მფლობელი ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ზესტაფონი" გახდა.
პირველი ადგილი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი "ხარაგაულის ხმები";
მეორე ადგილი - საჩხერის მუნიციპალიტეტი ( ინდივიდუალური შემსრულებელი - ანანო სამხრაძე)
მესამე ადგილი - ბაღდადის მუნიციპალიტეტი ( დუეტი - თეონა ლომსიანიძე, ლევან ჟვანია)
ფესტივალის ფარგლებში დაწესებული ნომინაციები ასე გადანაწილდა:
ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის პრიზი - ხარაგაულის ანსამბლი "ოდილა".
მამუკა ასლანიკაშვილის (ფესტივალის დამაარსებელი) სახელობის პრიზი - ვანის მუნიციპალიტეტი.
ფესტივალს 1981 წელს ჩაეყარა საფუძველი და მიზანი ქართული ხალხური სიმღერის, ლირიული და ქართველ კომპოზიტორთა მიერ შექმნილი ქალაქური სიმღერების პოპულარიზაციაა.
დღესვე, ღონისძიების ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან და ზესტაფონის მერ ვასილ გველესიანთან ერთად, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის სკვერში მდებარე ბიუსტი გვირგვინით შეამკო.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში 18 ოქტომბერს , 15:00 საათზე, დროებითი გამოფენა „წყალწითელას ხეობის სავანე - მოწამეთის მონასტერი’’, გაიმართება.გამოფენა , რომელიც ქრისტიანული სარწმუნოებისათვის წამებული ძმების - დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღისადმია მიძღვნილი, 15 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო,თუმცა თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო გადაიდო.
დამთვალიერებელი ნახავს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულ, მოწამეთის მონასტრის საგანძურის მნიშვნელოვან ნაწილს, ძველი ხელნაწერი წიგნების სახით, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო XII-XIX საუკუნეებს მოიცავს.
აღნიშნულ თემას მიეძღვნება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლევან ტყეშელაშვილის მოხსენება: - „დავით და კონსტანტინეს მარტვილობა და მოწამეთის მონასტერი’’ .