იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.მხარის რწმუნებულმა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაფასა, მისი განცხადებით, მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების და ადგილობრივი თვითმმართველობების მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობა.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ახალ პაციენტებს ვეღარ იღებს. მიზეზი ადგილების არარსებობაა.
ამ ეტაპზე კლინიკაში 67 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, აქედან 13 ბავშვია.
,,კრიტიკულად მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა, ხოლო მძიმეა 9-ის მდგომარეობა, აქედან 2 მძიმე პაციენტი დღეს დაგვემატა. გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი, ხოლო ერთი უსიმპტომო კარანტინი გადავიდა.ხვალაც ველოდებით რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას,,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა. ფაქტს სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე ადასტურებს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს ვირუსი დაუდასტურდა. ანალიზების პასუხი ცნობილი დღეს დილით გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა
დირექტორი აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში მხოლოდ გუშინ არ იმყოფებოდა. კლასელებსა და მასწავლებლებს კოვიდ 19-ზე ტესტირება უტარდებათ. მათი პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.
სკოლამ სასწავლო პროცესი 12 კალენდარული დღით შეწყვიტა და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 68 შემთხვევა დაფიქსირდა. 230 აჭარაში, 134 კი თბილისში, სამცხე -ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო- ზემო სვანეთში 8-8 შემთხვევაა, შიდა ქართლში 6, ხოლო კახეთსა და მცხეთა- მთიანეთში 5-5- ახალი პაციენტია.
60 პაციენტი არის კრიტიკულ მდგომარეობაში, მათგან 59 პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების სამივე შემთხვევა დაფიქსირდა, სამივე აჭარაში .გარდაცვლილთა რაოდენობა 66-ია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 318 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 5553-ს შეადგენს.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი ააიპის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.მისი ინფიცირების წყარო ცნობილია.ადამაძის თქმით ,ახალ კლასტერზე საუბარი არ არის და ინფიცირებული უკვე არსებულ ერთ-ერთ კლასტერს მიეკუთნება.ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.
,, აღნიშნულ თანმშრომელს, რომელსაც კოვიდ 19-ი დაუდასტურდა, შეხება არ ქონია მერიის არც ერთ თანამშრომელთან.შესაბამისად, მერიის არც ერთი თანამშრომელი თვითიზოლაციას არ საჭიროებს,, აცხადებს ადამაძე.
პეტრე ადამაძის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში თანამშრომლების უმეტესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იმყოფება.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ააიპ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს დაუდასტურდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში…
ოთხშაბათი ივნისი 24
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიისა…
ოთხშაბათი ივნისი 24
In საზოგადოებადღეს თბილისის დროით 08:07-ზე,რაჭაში , ქალაქ ამბროლაურიდან დასავლეთით 7კმ-ში, სოფელი ხონჭიორში 4.4( ML) მაგნიტუდის მიწისძვრა…
სამშაბათი ივნისი 23
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ქ. თბილისში…
სამშაბათი ივნისი 23
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და…
ორშაბათი ივნისი 22
In საზოგადოება