ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 891 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 767 კვლევა ანტიგენით და 7 124 PCR -ით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 748 პირი, ხოლო გარდაიცვალა 21 ადამიანი.
თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა, აჭარა - 112, იმერეთი - 196, ქვემო ქართლი - 69, შიდა ქართლი - 111, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც:3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 746. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 808 პირი,აქედან იმერეთში - 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი, მათგან იმერეთში - 27.
638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 28 - იმერეთში.
8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი, მათ შორის, იმერეთში - 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 545 ადამიანი, აქედან იმერეთში - 2 549.