ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა, მათ შორის 11 934 ანტიგენით და 5 861 PCR -ით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 241 637-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 993 პირი, ხოლო გარდაიცვალა 24 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა, აჭარა-97, იმერეთი-334, ქვემო ქართლი-143, შიდა ქართლი-113, გურია-30, სამეგრელო-ზემო სვანეთი-158, კახეთი-147, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 583, საიდანაც: 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, , იმერეთში-760. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 817 პირი, აქედან იმერეთში-183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი, მათგან იმერეთში-26.
569 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 27-იმერეთში.
7 135 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 514 ადამიანი, მათ შორის, იმერეთში-7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 823 ადამიანი, მათ შორის თბილისში-13 411 პირი, აჭარაში-2 059, იმერეთში-2 231