Covid19-ით გარდაცვლილთა შორის ერთი ,,თერჯოლამედში" მკურნალობდა
Covid19-ით გარდაცვლილთა შორის ერთი ,,თერჯოლამედში" მკურნალობდა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის , ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 63 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 მძიმე და 3 კრიტიკულად მძიმეა.
კლინიკაში, ამ დროისთვის კორონავირუსზე საეჭვო 20 პაციენტის პასუხს ელოდებიან.
ბოლო 24 საათში იმერეთში 1459 ადამიანი გაიტესტა,აქედან ვირუსის 104 შემთხვევა დადასტურდა.104-დან 68 ფაქტი ქუთაისში დაფიქსირდა.
,,სიტუაცია საყურადღებოა,მაგრამ არ არის საგანგაშო,იქედან გამომდინარე,რომ ვაკონტროლებთ მდგომარეობას,ვიცით კონტაქტები.შემთხვევათა უმეტესობა უკვე დადასტურებულის კონტაქტებია,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში .
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით,სკოლებში ინფიცირების შემთხვევები იზრდება.ვირუსი დაუდასტურდათ მოსწავლეებს და პედაგოგებს.ჯამში არის 18 სკოლა,სადაც ვირუსის შემთხვევები დადასტურდა.
იმერეთის მასშტაბით კლინიკებში 530 ადამიანი მკურნალობს.200-მდე კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი,ხოლო იზოლაციაშია 2800 ადამიანი .
იმერეთში Covid19-ით 83 წლის ქალი გარდაიცვალა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა, ხოლო ექვსი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით ამ ეტაპზე კლინიკაში 58 კოვიდდადებითი მკურნალობს, მათგან ორი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ჯამში 154-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
დღეს იმერეთში კორონავირუსის 150 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ქუთაისში 101 ფაქტი დაფიქსირდა.
,, მატება გვაქვს რეგიონში, თუმცა სიტუაციას ვაკონტროლებთ,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში.
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით , უმეტესი შემთხვევევები ინფიცირებულთა კონტაქტებს უკავშირდება.
,,სკოლებში მასშტაბური ინფიცირების შემთხვევები ქუთაისში არ გვაქვს და ბოლო 24 საათში არც იმერეთში, თუმცა რიგი ერთეული შემთხვევები ვლინდება სამწუხაროდ,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არანაირი შეზღუდვა არ იგეგმება.
იმერეთში ამ დროისთვის 450 პაციენტი მკურნალობს, 150 ადამიანი კოვიდსასტუმროებში იმყოფება, ქუთაისში კი 1100 ადამიანი თვითიზოლაციაშია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში…
ოთხშაბათი ივნისი 24
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიისა…
ოთხშაბათი ივნისი 24
In საზოგადოებადღეს თბილისის დროით 08:07-ზე,რაჭაში , ქალაქ ამბროლაურიდან დასავლეთით 7კმ-ში, სოფელი ხონჭიორში 4.4( ML) მაგნიტუდის მიწისძვრა…
სამშაბათი ივნისი 23
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ქ. თბილისში…
სამშაბათი ივნისი 23
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და…
ორშაბათი ივნისი 22
In საზოგადოება