კლინიკა ბომონდში” კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს.38 კვირის ორსულს პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
“დედის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიგეგმა საკეისრო კვეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ახალშობილს და დედას ჩაუტარდათ ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება დედას, მას უგრძელდება მკურნალობის კურსი,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.