ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ ინფიცირებული 11 პაციენტი შეიყვანეს.მათი ძირითადი ნაწილი აჭარიდანაა, მხოლოდ 2 -ია ქუთაისიდან.კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა,დარჩენების კი სტაბილურად ფასდება.
ინფექციურ საავადმყოფოში სულ 61 პაციენტი მკურნალობს.ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კლინიკის რესურსის გათვალისწინებით ისინი პაციენტთა მიღებას დროებით ვერ შეძლებენ.მისივე ინფორმაციით ,3 პაციენტს ანალიზი უკვე გაუკეთდა და შესაძლოა საავადმყოფო უახლოეს დღეებში დატოვონ.