იმერეთში კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია მედიას სახელწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ მიაწოდა.
,,ბოლო 24 საათის განმავლობაში 1132 ნიმუში ავიღეთ იმერეთის მასშტაბით, აქედან 11 არის დადასტურებული, ესენი ძირითადად არიან 32-ე სკოლასთან დაკავშირებული, თუმცა გვაქვს აჭარში მოგზაურობის ფაქტებები, რომელიც ამ შემთხვევაში უკავშირდება ჭიათურას. შესწავლილია ინფიცირებულის ყველა კონტაქტი, მისი ოჯახის წევრები არიან თვითიზოლაციაში. ინფიცირებულს არ ქონდა კონტაქტის სკოლასთან, არ დადიოდა, რაც გვიმსუბუქებს მდგომარეობას,,-აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.