ქუთაისში, “კლინიკა ბომონდში” 4 არასრულწლოვანის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ბავშვებისათვის ერთხელ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. განმეორებითი ტესტი დღეს ჩატარდება და თუ პასუხი ამჯერადაც უარყოფითი იქნება, მოზარდები საავადმყოფოს დატოვებენ.
,სტაციონარში არის მოთავსებული სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” ოქროს ბირჟის 5 თანამშრომელი ქალბატონი. მათ ტემპერატურა აღენიშნებათ და უტარდებათ მკურნალობა.
“ჯამში “კლინიკა ბომონდი”-ს სტაციონარში 67 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათ შორის არის 15 ბავშვი, 6 ორსული და ერთი მელოგინე, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა კლინიკაში და საკეისრო კვეთა წარმატებით ჩაუტარდა. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მძიმეა აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი 78 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.