“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში კორონავირუსისგან ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა . 36 კვირის ორსული ქალბატონისათვის ორჯერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა.პაციენტი,რომელიც ზუგდიდიდან არის,კლინიკას დღეს დატოვებს.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში კორონავირუსისგან ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა . 36 კვირის ორსული ქალბატონისათვის ორჯერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა.პაციენტი,რომელიც ზუგდიდიდან არის,კლინიკას დღეს დატოვებს.
საქართველოში, კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ჯამური მაჩვენებელი 4960 გახდა.
იმერეთის მონაცემებს რაც შეეხება,მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში 1182 ტესტი გაკეთდა და აქედან დაფიქსირდა კოვიდინფიცირების 55 ახალი შემთხვევა.
აჭარაში არის 166 ახალი შემთხვევა, იმერეთში-55, გურიაში-9, თბილისში-41, კახეთში-1, მცხეთა-მთიანეთში-2, სამეგრელო და ზემო-სვანეთში-18 , სამცხე-ჯავახეთში-1, ქვემო ქართლში-3 შემთხვევა.
კრიტიკულად მძიმეა 19 პაციენტის მდგომარეობა,აქედან 17 მართვით სუნთქვაზეა.
გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი და მათი რიცხვი 1819 გახდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების კლინიკურ მართვაზე ისაუბრა. მხარის რწმუნებულმა სახლის პირობებში და საკარანტინე სივრცეებში მსუბუქი შემთხვევების მართვის გეგმა კიდევ ერთხელ განიხილა. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში უსიმპტომო პაციენტების მართვა ბინაზე, ექიმების მეთვალყურეობით მოხდება.
,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა ,სადაც ბრიფინგი გამართა. გიგა შუშანიას განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი, კვლავ საფრთხის წინაშეა. მისივე თქმით ტაძრის სახურავის დაზიანებული ნაწილის თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს, ამით კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხარვეზების განცხადებით ხელისუფლების მიზანია , პრობლემა არჩევნებამდე დამალოს, რასაც მისი შეფასებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ეწირება.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამჟამად, საავადმყოფოში 52 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 24 ბავშვია. 3-ის პაციენტის მდგომარეობა ა მძიმეა. 21 კოვიდდადებითი სიმპტომურ მკურნალობას გადის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
დღეს, ‘’ქუთაისქალაქობის’’ დღესასწაულის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობის ჩატარება. ღონისძიებების შეუფერხებლად…
შაბათი მაისი 02
In საზოგადოებაორმაისობა, ანუ ქუთაისქალაქობა ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის,მეუფე იოანეს მიერ ქუთაისის დალოცვით დაიწყება. ტრადიციულად, 2 მაისს,სამი ოთარის…
შაბათი მაისი 02
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20,…
პარასკევი მაისი 01
In სხვა სიახლეებიდღეიდან, საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა. უფრო კონკრეტულად, გაიზარდა სანქციები მათ შორის…
პარასკევი მაისი 01
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით,…
პარასკევი მაისი 01
In საზოგადოება