“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებით ხანდაზმული ქალბატონი გარდაიცვალა.
81 წლის ქალბატონი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში 20 სექტემბერს, ბათუმიდან დადასტურებული კოვიდინფექციით გადმოიყვანა.
პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ თავიდანვე შეფასდა, რადგან მას კოვიდინფექციასთან ერთად, აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები-მოციმციმე არითმია, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ჰიდროთორაქსი.
“პაციენტი კლინიკაში შემოიყვანეს ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით.
მას ასევე აღენიშნებოდა მოციმციმე არითმი პაროქსიზმული ფორმით, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სარქვლოვანი მანკები და ჰოდროპერიკარდიუმი.
25 სექტემბერს პაციენტი გადავიდა მართვით სუნთქვაზე. ექიმების მცდელობისა და გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი დაემატაა, ორი კი გამოჯანმრთელდა. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე 69 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
"24 საათის განმავლობაში მივიღეთ ოთხი და გავწერეთ ორი პაციენტი. კლინიკაში მკურნალობას 69 პაციენტი გადის,მათ შორის 13 ბავშვია. მათგან მძიმეა ცხრა, კრიტიკულად მძიმე სამი პაციენტი",-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში 128 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.