ქუთაისის ინფექციურში 70 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, აქედან სტაბილურად მძიმედ 15 ადამიანი ფასდება.რეანიმაციულ განყოფილებაში 11 პაციენტი იმყოფება,აქედან კრიტიკულად მძიმეა 5 ადამიანის მდგომარეობა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 4 პაციენტი დაემატა,ხოლო სამედიცინო დაწესებულება 6-მა ადამიანმა დატოვა. საავადმყოფოში 35 თავისუფალი ადგილია.
ბოლო 24 საათში ინფექციურში გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.