ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში საწოლფონდი გაიზარდა. როგორც სამედიცინო დაწესებულების მთავარი ექიმი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, დღეიდან კოვიდპაციენტებისთვის საავადმყოფომ 2 5 თერაპიული საწოლფონდი დაამატა. კლინიკაში ამ დროისათვის 4 კრიტიკულად მძიმე და 6 მძიმე პაციენტია. დაწესებულებაში სიმპტომატურ მკურნალობას 4 არასრულწლოვანი გადის.
