ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის ჯეო ჰოსპიტალში 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა .პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.მამაკაცი კლინიკაში კორონა ვირუსის დადასტურებული დიაგნოზით რამდენიმე დღის წინ,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა შეიყვანა.კლინიკაში ამ ეტაპზე 60 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას,რეანიმაციაში 7 ადამიანი იმყოფება.საავადმყოფოში ამ ეტაპზე 6 თავისუფალი საწოლია.
ბოლო 24 საათში სამედიცინო დაწესებულება ექვსმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.