ქუთაისის ინფექციურ კლინიკას ოთხი კოვიდინფიცირებული დაემატა. მათგან ორი ქუთაისის, ორი კი აჭარის კლასტერიდანაა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 34 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას ოთხი კოვიდინფიცირებული დაემატა. მათგან ორი ქუთაისის, ორი კი აჭარის კლასტერიდანაა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 34 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი დაემატა. მათგან 8 ქუთაისის ე.წ. 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი ცაგერის კონტაქტებია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
" ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. დაგვემატა 13 ახალი პაციენტი და ჯამში გვყავს 30 კოვიდდადებითი. ახალი პაციენტებიდან 8 ქუთაისის, ხოლო 5 ცაგერის კლასტერია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა კვლავ კოვიდმიმღევ კლინიკად გადაკეთდა. ამ დროისთვის, კლინიკაში 14 ბავშვი და 16 მოზრდილი მკურნალიბს.
“კლინიკა ბომონდის” სტაციონარში ამ დროისათვის დადასტურებული კოვიდ 19-ით 30 პაციენტი მკურნალობს.
ქუთაისში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.მათგან კარავში არც ერთი ფაქტი გამოვლენილა.ახალი შემთხვევები ყველა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება.
,,გასულ 24 საათში ქუთაისში 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.კარავშიც ვაგრძელებთ ტესტირებას.თუმაცა აქ არ გვქონია არც ერთი დადებითი შემთხვევა.გადავხედავთ დინამიკას და თუ საჭიროება აღარ იქნება,მაშინ ავიღებთ კარავს.ყველა კონტაქტი ვიცით და შეგვძლია ვმართოთ სიტუაცია,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.
ქუთაისში, “კლინიკა ბომონდის,, სტაციონარში დადასტურებული კოვიდ 19-ით 22 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათგან 11 ბავშვი, ხოლო 11 ზრდასრულია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ისაუბრა. ზვიად შალამბერიძის თქმით, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სიტუაციას სრულად აკონტროლებენ და პანდემიის გავრცელების რისკებს მართავენ.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწრაფად და ეფექტურად მუშაობა პანდემიის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად გვაქვს. თუ ეპიდემიის დასაწყისში კოვიდის მართვა ხდებოდა რეგიონის მხოლოდ ორ კლინიკაში, დღეს მათ რიცხვს ქუთაისში არსებული კიდევ სამი ჯანდაცვის დაწესებულება: ო.ჩხობაძის ინვალიდთა და ხანდაზმულთა კლინიკური ცენტრი, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და კლინიკა "ბომონდი“ შეემატა. დღეისთვის, აღნიშნული დაწესებულებები კოვიდის მართვაში აქტიურად ჩაერთენ და საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისთვის მომზადებულია 300-მდე საწოლი. ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებები იმერეთის გარდა მოემსახურებიან სხვა რეგიონებსაც“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. ქ
უთაისში ასევე, მზადყოფნაშია ერთ-ერთი სასტუმრო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით, საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევს პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმებით.
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს ხვალიდან აიღებს.შეხვედრებს ქუთაისი და თბილისი უმასპინძლებს.მუნიციპალური განვითარების ფონდის…
პარასკევი ივნისი 26
In სპორტიბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, პირველ მოადგილე პაატა ბუცხრიკიძესთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და…
პარასკევი ივნისი 26
In პოლიტიკა26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ…
პარასკევი ივნისი 26
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში…
ოთხშაბათი ივნისი 24
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიისა…
ოთხშაბათი ივნისი 24
In საზოგადოება