“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექცია ისეთმა პაციენტებმა დაამარცხეს, რომელთაც ვირუსი გართულებული ფორმით ჰქონდათ და თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდათ.
კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა სამტრედიის მკვიდრი, 67 წლის ქალბატონი. მას ორმხრივ პნევმონიასა და უჰაერობასთან ერთად, ტოქსიკური ჩიყვი, გულის იშემიური დაავადება, გულზე სტენტირების შემდგომი პერიოდი და ვენების ვარიკოზი ჰქონდა.
კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა ქუთაისის მკვიდრმა 69 წლის მამაკაცმა. პაციენტი 18 დღის განმავლობაში ჟანგბადდამოკიდებული იყო. მას ასევე აღენიშნებოდა ორმხრივი ჰიდროთორაქსი.
კოვიდცენტრში ამ დროისთვის 130 პაციენტია მოთავსებული. კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიან ინფიცირებული ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები.