„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 7 ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილებიდან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის ასაკის არის. ჩვილების ნაწილი კლინიკაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან, ნაწილი საცხოვრებელი სახლებიდან გადმოიყვანეს. მათი დაინფიცირება დედასთან კონტაქტს უკავშირდება.
 
	
 
			 
			 
						 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			