ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. 60 წლის რუსუდან ჯიქია, ახალ N2 სამშობიარო სახლში მუშაობდა.ის პროფესიით ექიმი-გინეკოლოგი იყო.მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და ინფექციურში 10 დღის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ დროის მონაცემებით ინფექციურ კლინიკაში 82 პაციენტი მკურნალობს, აქედან 4 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 4 არასრულწლოვანი გადის. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფექციური 4 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.