,,ვმოქმედებთ შემთხვევათა მატების მიხედვით. დღეს და ხვალ ახალ შეზღუდვებზე ლაპარაკი არ არის, თუმცა შევხედოთ, როგორი სიტუაცია იქნება მომავალში,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში. ზვიად შალამბერიძის თქმით, იმერეთში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები იმატებს, თუმცა სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მთავარია რომ სახელმწიფო აკონრტოლებს ინფიცირებულების ჯანმრთელობას,, კონტაქტებს და მათ გადაყვანას კლინიკებსა და საასტუმროებში.
ზვიად შალამბერიძე კოვიდსასტუმროებში მოთავსებული ინფიცირებულებისთვის პირველადი ანალიზების საჭიროებასაც გამოეხმაურა.,,კოვიდსასტუმროების აღჭურვა უკვე დავიწყეთ, ქუთაისსა და იმერეთში და ჩვენ მოქალაქეები ადგილეზე მიიღებენ სხვადასხვა მომსახურებას, ესაა სისხლის ანალიზი, დედიმერი და სხვა,,-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში.