ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა.თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა - 417, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 137, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 159, კახეთი - 140, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე.
6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 1 226. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 881 პირი, მათ შორის, იმერეთში - 201. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, აქედან იმერეთში - 41.
3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 316 იმერეთში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 137 ადამიანი, იმერეთში - 26.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი, მათ შორის , იმერეთში - 5 280.