ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კოვიდცენტრში 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა .მას თანმხლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე 2 კვირის მანძილზე იმყოფებოდა.ჩხობაძის კლინიკაში 2 თვის განმავლობაში გარდაცვალების 14 ფაქტია დაფიქსირებული. ამჯერად საავადმყოფოში კოვიდის დიაგნოზით 120 პაციენტი მკურნალობს .აქედან 10 რენიმაციაშია, აპარატზეა შეერთებული 7.ამჯამად ჩხობაძის სახელობის ცენტრში თავისუფალი ადგილები არ არის.
