ქუთაისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში,ე.წ ოქროს ბირჟაზე დასაქმებული პირები,რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ,“კლინიკა ბომონდში” არიან გადაყვანილები.საავადმყოფოში 66 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
ქუთაისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში,ე.წ ოქროს ბირჟაზე დასაქმებული პირები,რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ,“კლინიკა ბომონდში” არიან გადაყვანილები.საავადმყოფოში 66 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
კლინიკა ბომონდში” კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს.38 კვირის ორსულს პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
“დედის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიგეგმა საკეისრო კვეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ახალშობილს და დედას ჩაუტარდათ ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება დედას, მას უგრძელდება მკურნალობის კურსი,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ამ დროის მონაცემებით კოვიდდადებითი 88 პაციენტი მკურნალობს.კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებით,პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.მისივე ინფორმაციით, რამდენიმე პაციენტს ანალიზი ჩაუტარდა და პასუხებს დღეს ელოდებიან. გამოჯანმრთელების შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ .
იმერეთში კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია მედიას სახელწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ მიაწოდა.
,,ბოლო 24 საათის განმავლობაში 1132 ნიმუში ავიღეთ იმერეთის მასშტაბით, აქედან 11 არის დადასტურებული, ესენი ძირითადად არიან 32-ე სკოლასთან დაკავშირებული, თუმცა გვაქვს აჭარში მოგზაურობის ფაქტებები, რომელიც ამ შემთხვევაში უკავშირდება ჭიათურას. შესწავლილია ინფიცირებულის ყველა კონტაქტი, მისი ოჯახის წევრები არიან თვითიზოლაციაში. ინფიცირებულს არ ქონდა კონტაქტის სკოლასთან, არ დადიოდა, რაც გვიმსუბუქებს მდგომარეობას,,-აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ ინფიცირებული 11 პაციენტი შეიყვანეს.მათი ძირითადი ნაწილი აჭარიდანაა, მხოლოდ 2 -ია ქუთაისიდან.კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა,დარჩენების კი სტაბილურად ფასდება.
ინფექციურ საავადმყოფოში სულ 61 პაციენტი მკურნალობს.ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კლინიკის რესურსის გათვალისწინებით ისინი პაციენტთა მიღებას დროებით ვერ შეძლებენ.მისივე ინფორმაციით ,3 პაციენტს ანალიზი უკვე გაუკეთდა და შესაძლოა საავადმყოფო უახლოეს დღეებში დატოვონ.
28-30 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ რიზეში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 15 და 17 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს შორის საერთაშორისო…
კვირა ნოემბერი 02
In სპორტიშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა…
შაბათი ნოემბერი 01
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ…
შაბათი ნოემბერი 01
In საზოგადოებაგვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
პარასკევი ოქტომბერი 31
In პოლიტიკაქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ელეონორა არჩაია განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი…
ხუთშაბათი ოქტომბერი 30
In პოლიტიკა