ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში 105 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 10 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა, რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან არც ერთი არ არის აცრილი.კლინიკაში მკურნალობის კურსს 25 ბავშვი გადის. ინფექციურში თავისუფალი ადგილები არ არის.