იმერეთში Covid19-ზე გამოკვლეული 1324 ბიოლოგიური ნიმუშიდან 14 დადებითია
იმერეთში Covid19-ზე გამოკვლეული 1324 ბიოლოგიური ნიმუშიდან 14 დადებითია
კორონავირუსით ინფიცირებული 77 ქალი, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდში“ გადიოდა.
ქალბატონი კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს, 07:00 საათზე, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
,, 832 ტესტი ავიღეთ ბოლო 24 საათში,საიდანაც 26 კოვიდადებითი ნიმუში დაგვიფიქსირდა. უმეტესობა უკავშირდება უკვე ცნობილ კლასტერებს.ეს არის სავაჭრო ცენტრი ,ეს არის ერთ-ერთი მაღაზია ქუთაისში და ეს არის საირმის რამოდენიმე დამსვენებელი.იქ კერა უკვე ლოკალიზებულია,ეს არის პატარა სასტუმრო.ყველა დამსვენებელი გადავიყვანეთ წყალტუბოში,კარანტინში,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში 270 პაციენტი მკურნალობს.მათგან ნახევარი იმერეთიდან არის.ზვიად შალაბერიძის ინფორმაცით,დაინფიცირების ყველა წყარო ცნობილია.
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გადაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.
პაციენტი ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ასაკოვანი ქალბატონს,რომელიც ბათუმიდან იყო,რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა ფასდებოდა როგორც მძიმე.
ამ დროისვის კლინიკაში 83 კოვიდდადებითი მკურნალობს.
შესაძლოა ქუთაისშიკორონავირუსის ახალი წყაროები გაჩნდეს-ინფორმაცია მედიას სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ მიაწოდა. მისი თქმით, სიტუაცია კონტროლირებადია.
,,ბოლო 24 საათში 620 აღებული ნიმუშიდან დაგვიდასტურდა 53 შემთხვევა, რომელთა პირველწყარო ძირითადი ნაწილის არის სავაჭრო ცენტრი, თუმცა გვაქვს ახალი წყაროები, რომლებსაც ვსწავლობთ. ეს ხალხი ნაწილი იზოლაციაშია და ნაწილი გადაგვყავს კარანტინში.სიტუაციას ვაკონტროლებთ. ოქროს ბირჟის კლასტერი მთლიანად მოვიცავით გუშინ. ნაწილი ზოლაციაშია, ნაწილი წყალტუბოს საკარანტინე სივრცეში. წუხანდელი მონაცემებით, იმერეთში ჯამში 258 კოვიდდადებითი მკურნალობს.პაციენტთა ნახევარი არის იმერეთიდან,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ
დღეს იმერეთში კორონავირუსის 53 შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი პაციენტი კი კლინიკა ,,ბომონდში,, გარდაიცვალა.
,,ეს პაციენტი იყო გადმოყვანილი აფხაზეთიდან.გადმოყვანის დროს ეს პაციენტი უკვე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში.საჭიროებდა მართვით სუნთქვას. გაუკეთდა ყველაფერი, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.,,-განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა. გოჩა გიორგიძის შეფასებით, ზოგადი ვითარება მძიმეა, თუმცა სიტუაციის მართვას ახერხებენ.
,,რაც შეეხება ზოგად დინამიკას, გვაქვს მატება შემთხვევების, ისე,როგორც მთელ საქართველოში,სამწუხაროდ. ამ ეტაპისათვის ჯერ კიდევ ვახერხებთ იმას, რომ სიტუაცია მაქსიმალურად ვაკონტროლოთ და ყველა შემთხვევის იდენტიფიკაცია გავაკეთოთ, რაშიც ძალიან გვეხმარება ადგილობრივი თვითმმართველობა.შექმნილია ოპერატიული მოქმედების შტაბი, გუბერნატორისა და ვიცე მერის ხელმძღვანელობით და ხდება პროცესების მართვა.,,- აღნიშნა გიორგიძემ
28-30 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ რიზეში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 15 და 17 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს შორის საერთაშორისო…
კვირა ნოემბერი 02
In სპორტიშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა…
შაბათი ნოემბერი 01
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ…
შაბათი ნოემბერი 01
In საზოგადოებაგვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
პარასკევი ოქტომბერი 31
In პოლიტიკაქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ელეონორა არჩაია განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი…
ხუთშაბათი ოქტომბერი 30
In პოლიტიკა