- ჯანდაცვა
- გადასვლები: 982
კლინიკა ,,ბომონდში,, აჭარიდან დადასტურებული კოვიდით ხანდაზმულები გადმოიყვანეს
“კლინიკა ბომონდის” სტაციონარში ამ დროისათვის დადასტურებული კოვიდ 19-ით 30 პაციენტი მკურნალობს.
“კლინიკა ბომონდის” სტაციონარში ამ დროისათვის დადასტურებული კოვიდ 19-ით 30 პაციენტი მკურნალობს.
ქუთაისში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.მათგან კარავში არც ერთი ფაქტი გამოვლენილა.ახალი შემთხვევები ყველა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება.
,,გასულ 24 საათში ქუთაისში 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.კარავშიც ვაგრძელებთ ტესტირებას.თუმაცა აქ არ გვქონია არც ერთი დადებითი შემთხვევა.გადავხედავთ დინამიკას და თუ საჭიროება აღარ იქნება,მაშინ ავიღებთ კარავს.ყველა კონტაქტი ვიცით და შეგვძლია ვმართოთ სიტუაცია,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.
ქუთაისში, “კლინიკა ბომონდის,, სტაციონარში დადასტურებული კოვიდ 19-ით 22 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათგან 11 ბავშვი, ხოლო 11 ზრდასრულია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ისაუბრა. ზვიად შალამბერიძის თქმით, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სიტუაციას სრულად აკონტროლებენ და პანდემიის გავრცელების რისკებს მართავენ.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწრაფად და ეფექტურად მუშაობა პანდემიის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად გვაქვს. თუ ეპიდემიის დასაწყისში კოვიდის მართვა ხდებოდა რეგიონის მხოლოდ ორ კლინიკაში, დღეს მათ რიცხვს ქუთაისში არსებული კიდევ სამი ჯანდაცვის დაწესებულება: ო.ჩხობაძის ინვალიდთა და ხანდაზმულთა კლინიკური ცენტრი, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და კლინიკა "ბომონდი“ შეემატა. დღეისთვის, აღნიშნული დაწესებულებები კოვიდის მართვაში აქტიურად ჩაერთენ და საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისთვის მომზადებულია 300-მდე საწოლი. ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებები იმერეთის გარდა მოემსახურებიან სხვა რეგიონებსაც“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. ქ
უთაისში ასევე, მზადყოფნაშია ერთ-ერთი სასტუმრო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით, საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევს პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმებით.
ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, საქმეთა მმართველსა და ბუღალტერს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია სკოლის დირექტორმა ელიზბარ ბარბაქაძემ დაადასტურა.მისი თქმით, ის 32-ე სკოლის კლასტერს მიეკუთნება. ბარბაქაძე იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და სიმპტომური მკურნალობა უტარდება. მისი თქმით, სიმპტომებიდან მხოლოდ ცხელება აღენიშნება. სკოლაში ყველა პედაგოგს ტესტი უკვე გაუკეთდა და ბუღალტერისა და საქმეთა მმართველის გარდა ვირუსი არავის დადასტურებია. ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. სკოლაში დეზინფექცია ჩატრდა და სასწავლო დაწესებულება დაკეტილია.
ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში “კლინიკა ბომონდი” ჩაერთო. დადასტურებული კოვიდ 19-ით კლინიკის სტაციონარში გვიან ღამით 11 პაციენტი მოათავსეს.
28-30 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ რიზეში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 15 და 17 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს შორის საერთაშორისო…
კვირა ნოემბერი 02
In სპორტიშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა…
შაბათი ნოემბერი 01
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ…
შაბათი ნოემბერი 01
In საზოგადოებაგვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
პარასკევი ოქტომბერი 31
In პოლიტიკაქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ელეონორა არჩაია განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი…
ხუთშაბათი ოქტომბერი 30
In პოლიტიკა