იმერეთში სახელწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქუთაისში 21 შემთხვევა დადასტურდა.
,,დღეს დაგვიფიქსირდა 21 ბოლო 24 საათში.გუშინ იყო 28. დინამიკა არის კლებადი, რაც მიუთითებს იმას, რომ ვაკონტროლებთ სიტუაციას. აღსანიშნავია, რომ 2 შემთხვევა არის კარავში დადასტურებული, რომლებიც იყვნენ 32-ე სკოლის კონტაქტები. ასევე დანარჩენი19 ყველა უკავშირდება 32-ე საჯარო სკოლას. ესენი არიან ოჯახის წევრები და სხვა კონტაქტები .მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, თუ ვინმეს ქონდა კონტაქტი ინფიცირებულებთან, მობრძანდით დღეს კარავში და გაიარეთ ტესტირება.,,- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ
სახელმწიფო რწმუნებულმა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დადასტურებულ შემთხვევაზეც გააკეთა კომენტარი.
,,ინტერვენციულის კლასტერი არ არსებობს, ინტერვენციულის ყველა თანამშრომელი გამოვიკვლიეთ და არც ერთს არ დაუდასტურდა ვირუსი,,-აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
ქუთაისის ცენტრში, სადაც სპეციალურ კარავში პისიარ ტესტირება კეთდება, რიგეებია. მოსახლეობა უფასო კვლევის გაკეთებას საკუთარი სურვილით აპირებს. თუმცა არის რამდენიმე კატეგორია, რომლებისთვისაც ტესტის გაკეთებაა რეკომენდირებული.
,,ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმიტომ, რომ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ლაბორატორიული მომსახურეობა იმ ადამიანებისთვის, ვინც კონტაქტში იმყოფებოდა დადასტურებულ შემთხვევებთან ან ბოლო პერიოდში მოგზაურობდა აჭარის რეგიონში.განსაკუთრებით აჭარის რეგიონში ტურისტად მყოფ პედაგოგებზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული,,-აცხადებს გოჩა გიორგიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი